ერთი საათითაც არ წყდება ინტენსიური საომარი ქმედებები დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში – ზელენსკი ში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

ვითარება ისევ დაძაბულია ში – საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო უკრაინის სამხრეთ ოლქებში. 14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება. დაფიქსირდა 140-ზე მეტი აფეთქება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გუშინ, ფრონტზე 46 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების საკითხზე კენჭისყრა 4 დეკემბრისთვის იგეგმება. ჩაკ შაუმერმა დემოკრატებს მოუწოდა რესპუბლიკელებთან ერთად მეტი იმუშაონ, რადგან ბაიდენის მიერ მოთხოვნილ დახმარებაზე შეთანხმებას მალე მიაღწიონ.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ კი მოიერიშე ჯგუფების ყველა დანაყოფს მადლობა გადაუხადა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოიერიშე ჯგუფებს და ყველა დანაყოფს რომელიც იცავს უკრაინას, ჩვენი ერის სიცოცხლეს და ჩვენს დამოუკიდებლობას. ერთი საათითაც არ წყდება ინტენსიური საომარი ქმედებები დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში, კუპიანსკის მიმართულებით. ჩვენი მეომრები ამაგრებენ პოზიციებს ქვეყნის სამხრეთში ზაპოროჟიესა და ხერსონში.

ასევე დაგაინტერესებთ

უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ