,, ერთი რამე ზუსტად ვიცი…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,გავიდა 31 აგვისტო და როგორც მოსალოდნელი იყო, ქოცმა თავის მოგიჟიანებით უპასუხა ევროკომისიის ძალიან კონკრეტულ კითხვებს და რეკომენდაციებს. ვითომ არ იციან რა შუაშია ლგბტ და არა მარტო ლგბტ, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა ვიზებთან. სამწუხაროდ არავინ არ შეახსენა დილიდან საღამომდე, რომ მოთხოვნებში მარტო ადამიანის უფლებები არ ყოფილა. იყო კორუფცია, სავიზო საკითხები მესამე ქვეყნებთან და ა.შ. ვითომ ვერ მიხვდნენ ლოგიკას და თავის მხარდამჭერებს ზარქუების უკბილო პათეტიკით აბოლებენ.
დიახ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შუაშია. უვიზო თუ გაქვს, შენგან უფლებების შელახვის გამო გაქცეული უმცირესობები, აქტივისტები, პოლიტიკოსები ევროპაში არ უნდა ითხოვდნენ თავშესაფარს და ცხოვრების უფლებას, რომ მერე ევროპულ სახელმწიფოებს არ დააწვნენ კისერზე. შენ რომ კორუფციის გზით გაუგებარი ქვეყნების მოქალაქეებს შენს მოქალაქეობას და პასპორტს მისცემ, ისინი არ უნდა დაგრიალებდნენ ევროკავშირში უვიზოდ. შენ რომ ქვეყანაში კორუფცია და ყველა სისტემის დეგრადაცია გაქვს, შენი მოქალაქეები ევროპას აწვებიან კისერზე – მის ს, მის სოციალურ სამსახურებს, შრომით ბაზარს, მის ბიუჯეტს, იმიტომ რომ შენგან უფრო ადვილად გარბიან უვიზოდ.
ვითომ არ იციან ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა შუაშია, როცა თავის მხარდამჭერებს შეთქმულების თეორიებს სთავაზობენ, რომ დიფსთეითს ჩვენი განადგურება უნდა და ვიზებს ჩვენს გარყვნაზე არ გავცვლით. ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოდან ათასობით ადამიანი ითხოვს ევროპაში თავშესაფარს სწორედ სექსუალური იდენტობის ნიშნით დევნის საფუძველზე. სხვათა შორის, ზოგი მათგანი არც არის ლგბტ თემის წევრი და უბრალოდ იგონებს, რომ ადვილად მიიღოს თავშესაფარი ევროპაში. და როცა ევროპა ეუბნება, ნუ ჩაგრავთ მანდ ხალხს, რომ მერე ჩემი თავში სახლელი არ გახდეს, ესენი აწყობენ პათეტიკურ ისტერიკას. და ამის შედეგს მალე ვიწვნევთ ყველა.
ერთი რამე ზუსტად ვიცი: შეუძლებელია ასეთმა სრულიად იზოლირებულმა, უვიცმა, უინტელექტო, უსინდისო, ქვეყნის დამანგრეველმა ამორფულმა რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავნებდით უდროო დროს და არ ვაჩუქეთ ეს ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით.“