თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს.
– 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ფინალში იჭიდავებს, ლაშამ მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა ნახევარფინალში კი ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში, იპონით სძლია. ამავე წონაში მიხეილ ბახბახიშვილი რეპეშაჟში იტალიელ ლეონარდო ვალერიანთან დამარცხდა და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
– 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბეროშვილი ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ამავე წონით კატეგორიაში, ნახევარფინალში, ზაურ დვალაშვილი მოლდოველ
პეტრუ პელივანთან დამარცხდა და ზაურიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
გამოდით ეხლა აბა ის ხალხი აქ რო წერდით ხალხს თავს აძულებსო უნდა დაასრულოს კარიერა ახალგაზრდებს უშლის ხელსო 3 კაცმა იჭიდივა ამ წონაში და თითქმის ყველა ტურნირზე აძლევენ შანსს მაგრამ რომელი აკეთებს შედეგს
