ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ უბრალო პაიკია.
“ხაბეიშვილი არაფერს წარმოადგენს და მორიგი პაიკია, რომელიც კეზერაშვილის და სხვების მიერ არის იქ დასმული, სადაც არის. მელიას ჰქონდა პრობლემა იმ ადამიანებთან ვინც უარი უთხრა ძალაუფლების განაწილებაზე თუ გაყოფაზე. შესაბამისად, მას ამის მერე გაუჩნდა პროტესტი. ენმ-ში რაც ხდება, ს განცხადებებიდან გამომდინარე, ეს არის ის ნაძარცვი ფული, რომელსაც ვერ იყოფენ,”- აცხადებს ღუდუშაური.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი ძვირად დაუჯდა.
“ხაბეიშვილს ამერიკაში ერთი ვიზიტი ძალიან ძვირი დაუჯდა, პრაქტიკულად დაენგრა მაგ დროს პარტია. ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება ენმ-ში,”- გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის