“ერთი ოკუპანტი მაინც მაჩვენეთ აქ” – გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია აცხადებს, რომ “ქართული მხარე ოკუპაციაზე მხოლოდ საჯარო განცხადებებში საუბრობს, რეალურად კი, ყველას ყველაფერი კარგად ესმის – ამბობენ, ეს თქვენი ტერიტორია, ეს ჩვენი ტერიტორიაა”.
“საჯაროდ ამბობენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია. ერთი ოკუპანტი მაინც მაჩვენეთ აქ, თუნდაც კაფეში მჯდომი ჯარისკაცი. მე პირადად, ასეთებს ვერ ვხედავ, სერიოზულად. ამერიკული ტექნოლოგიებია ყველაფერი, სახელმძღვანელოები შექმნეს, სადაც აფხაზები და აფსუები გაყვეს. ამ 30 წელში გაზარდეს ახალგაზრდები, ვისაც სჯერა, რომ ეს ასეა”, – ამბობს ინტერვიუში ფილია.
ს ფედერაცია, რომელმაც 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ რეგიონებში ახორციელებს ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა