ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე – ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი -ში მიმდინარე ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. ჩვენებურმა ნახევარფინალურ ეტაპზე კორტების მასპინძელი მსოფლიოს 155-ე ნომერი 29 წლის კრისტოფერ იუბენკსი სამ სეტში 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.
ნიკოლოზის ანგარიშზე 19 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 1 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ამდენჯერვე დაკარგა. ტურნირის ძირითად ბადეში შესასვლელად ბასილაშვილი კიდევ ერთ ამერიკელს, მსოფლიოს 136-ე ნომერ 22 წლის კოლტონ სმიტს შეხვდება. მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციისთვის, დიდი სლემების შემდეგ ცინცინატის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩოგბურთო ტურნირი გახლავთ და წელს მისი საპრიზო ფონდი 9,193,540 დოლარია.
2022 წლის შემდეგ პირველად – ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში – ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
უდიდესი სენსაცია – ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში