,, ერთი მეკითხება: – ალექსანდრე გამზირის ქუჩას ვერ მიგვასწავლით?” – ალეკო შუღლაძე

მწერალი ალეკო შუღლაძე:
,,ვაჟაზე სეირნობისას ორი თინეიჯერი ბიჭი მაჩერებს. ერთი მეკითხება:
– ალექსანდრე გამზირის ქუჩას ვერ მიგვასწავლით?
– ვის ქუჩას?
– ალექსანდრე გამზირის.
– არა შეჩემა, რა ალექსანდრე გამზირის, – ერთვება მეორე, – რაღაც სხვა იყო.
– ალექსანდრე ყაზბეგის? – ვეკითხები მე.
– ჰო, აი ეგ.
– ქვემოთკენ ჩადით და ეგ არის. რა ნომერი გინდათ?
– 19…
– რა 19 შეჩემა? ცხრამეტი რაღაცო…
– ა, ჰო, 19 ა.
– კენტი აქეთ არის, – ხელით ვანიშნე
– რა “კენტი”?
– კენტი მარჯვნივაა, გავუმეორე.
ტიპმა სიცილი დაიწყო.
– კენტი არ იცი ხო რა არის? – მეც გამეღიმა
– სიგარეტზე მეუბნები?
– რა სიგარეტი, შეჩემა, კენტი არ იცი?! ნომრები რა: 2, 4, 6…
– ჩადით და მარჯვენა მხარე დაიჭირეთ… მარჯვენა იცით?
– კი, როგორ არა.
– ნაღდად?
– ბაზარი არ არის.
– მადლობა ღმერთს, – ამოვთქვი გახარებულმა.
– ჩვენც მადლობა, წავიდეთ შეჩემა.
და მგონი მარცხნივ წავიდნენ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა