“ერთი კითხვა არ დაგისვამთ, გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა” – გახარია წულუკიანის კომისიას

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს თქვა, რომ თუ კომისია „სამართლიანი და ნეიტრალურია“, სხდომაზე უნდა დასმულიყო კითხვა, ვინ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი საქართველოში.
2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს მომხდარი მოვლენების შესახებ შეკითხვების დასმისას, მას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შეახსენა, რომ საქართველოს საზღვარს მაშინ გიორგი გახარია აკონტროლებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი.
გიორგი გახარია: ამდენი ხანია ვსაუბრობთ და ერთი კითხვა არ დაგისვამთ გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა, ვინ შემოიყვანა?
: რატომ შემოუშვით საზღვარზე? მაშინ თქვენ აკონტროლებდით საზღვარს.
გიორგი გახარია: მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევე როგორც სუსმა (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი, ზუსტად არ მახსოვს, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო ვიდრე გავრილოვი. და ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები თხოვნები, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო [ირაკლი] , თქვენ კი იძახით, რომ ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ვინ მასპინძლობდა? ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან? საერთაშორისო ღონისძიება რომ იყო, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო და ვინც რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, გვითხრეს, რომ მოადგილე ჰყავდა და ის იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციისო. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს ის რაღაც რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, ჩასხდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ, ეს იყო სიმართლე და რეალობა… ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის ჩამოყვანაზე და იმაზე, რაც შემდგომ შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერავის ვერ დავურეკავდი და ვერცერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი ტიპი, რომლის მოძებნაც გვინდოდა, ვერავინ ვერ ვიპოვეთ”.
თეა წულუკიანის განცხადებით, ღონისძიების მასპინძელი იყო ზაქარია ქუცნაშვილი, მან აიღო პასუხისმგებლობა და “არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე”. წულუკიანის განცხადებითვე, “მ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა”, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ “კობახიძეს ეს „პასუხისმგებლობა ააღებინეს. კი არ აიღო, ააღებინეს. მე ვერ ამაღებინეს. მე როცა ვწყვეტ, მაშინ გადავდგები“.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი 2019 წლის 21 ივნისს დატოვა. ის იმ საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, რომლის მონაწილედაც ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი. ქუცნაშვილი ასამბლეის დაწყებამდე ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და უკრაინის შესახებ მიუღებელი განცხადებების გამო სახელმწიფო უარს ვერ ეტყოდა რუსული დუმის დეპუტატებს საქართველოში შემოსვლაზე. მართლმადიდებლობის ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრები ზაქარია ქუცნაშვილის გარდა იყვნენ , ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და .
2019 წლის 21 ივნისს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.
თეა წულუკიანის კომისიამ გახარია „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარა – ამ დროს ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.
კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.
20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა – აქციების მთავარი მოთხოვნა ს წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
მისი პრემიერმინისტრობის დროს დააკავეს „ენმ“-ის თავმჯდომარე . მას ბრალად ედებოდა 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა.
პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და თქვა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება. „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – თქვა მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. 27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. სწორედ გაფართოებული მანდატის ფარგლებში დაიბარეს გახარია სხდომაზე.
ფორუმი