2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას ჯამურად 481.5 მლნ ლარი დახარჯეს, – ამის შესახებ ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების ხარჯების უდიდესი ნაწილი საყიდლებზე (206.8 მილიონი ლარი) და კვებაზე (123.7 მილიონი ლარი) მოდიოდა.
გარდა ამისა, სხვა მიმართულებებით გაწეული ხარჯები ასეთი იყო.
· განთავსება – 57.8 მილიონი ლარი;
· კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 20.3 მილიონი ლარი;
· ადგილობრივი ტრანსპორტი – 53.5 მილიონი ლარი;
· სხვა დანახარჯები – 19.5 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი ვიზიტისას გაწეული საშუალო ხარჯი 998.8 ლარს შეადგენდა. ამ შემთხვევაშიც დანახარჯების უდიდესი ნაწილი საყიდლებზე მოდიოდა, კერძოდ ვიზიტისას საშუალო დანახარჯები ასე გამოიყურებოდა:
· საყიდლები – 428.9 ლარი;
· საკვები და სასმელი – 256.6 ლარი;
· განთავსება – 199.8 ლარი;
· ადგილობრივი ტრანსპორტი – 110.9 ლარი;
· კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 42.1 ლარი;
· სხვა ხარჯები – 40.4 ლარი.
წყარო: bpn.ge
