ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა
ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს.
„თავისთავად, ეს პროცედურები, რომლებიც მიმდინარეობს, გამომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ვხედავთ ჩვენ, რომ პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს. ორი რამე უნდა ითქვას. პირველი, რაც შეეხება 20 ივნისს, უტყუარია, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. მათ შორის, იმავე სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. აქ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ს და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ ააფარა პირდაპირ თავისი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ეძახდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. დღევანდელი გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ, ერთი, ეს იყო შტურმი და ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ამ ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ მოქმედებებისა, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა. ასე, რომ ვნახოთ. გამოიძიებს ყველაფერს პროკურატურა და შედეგსაც ვნახავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20 – 21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს