ერთი დღით გავუთავისუფლებთ რუსთაველს – 29 აპრილს აქცია-კონცერტს ალტერნატიულ ადგილას გამართავენ

ერთი დღით გავუთავისუფლებთ რუსთაველს – 29 აპრილს აქცია-კონცერტს ალტერნატიულ ადგილას გამართავენ
29 აპრილს რუსული კანონის მოწინაღმეგეები აქცია-კონცერტს გამართავენ. ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტია “ქართულ ოცნებას” ხმაურით აწუხებენ, ერთი დღით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გაათავისუფლებენ. მათი განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო დაპირისპირება აიცილონ თავიდან.
კონცერტი, სავარაუდოდ, ვაკის პარკში გაიმართება, თუმცა ზუსტი ლოკაცია 5 საათისთვის დასახელდება.
მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე:
ჩვენ კონცერტი დავაანონსეთ, არა საპროტესტო აქცია და ა. შ. ჩვენ არ ვაპირებთ რამის პროვოცირებას, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ იმის საშუალებას, ისაუბრონ, რომ თურმე პროვოკატორები ვართ და პროცესის რადიკალიზაცია გვინდა. ასე რომ, სავარაუდოდ, ვაკის პარკში ჩვენ დავაანონსებთ კონცერტს, სადაც რამდენიმე ჩვენი მეგობარი ბენდი და ასევე საკმაოდ ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი მომღერლები იმღერებენ, ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსულ კანონს, ამიტომ შევარჩიეთ ლოკაცია მოშორებით, ვინაიდან არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და „ქართულმა ოცნებამ“ ეს თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს.