ერთი და იგივე კომპანია ხან საკვებს აწვდის სახელმწიფოს, ხან სამშენებლო მასალებს |₾26 მილიონის საეჭვო ტენდერები ჭიათურაში

26 მლნ ლარის ტენდერები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ჭიათურელ ახლობელთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ მოიგო – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ ჭიათურელი მაღალჩინოსნების ახლობლის, გაგალე ბრეგვაძის კომპანიებს ხელშეკრულებებს ძირითადად ჭიათურის მერია უფორმებს და ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 248 ხელშეკრულებიდან 82% -ს (193), კონკურენტი არ ჰყოლია.
“ერთი და იგივე კომპანია ხან საკვებ პროდუქტებს აწვდის სახელმწიფოს, ხან სამშენებლო მასალებს, ზოგჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასრულებს – გააჩნია ტენდერს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ გააჩნია და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ ფლანგვის დეტექტორმა 2020-2022 წლებში ორი კვლევა გამოაქვეყნა ამ თემაზე, გაგალე ბრეგვაძესთნ დაკავშირებულ კომპანიებთან საჯარო უწყებებმა 2023 წელს 10,060,568 ლარის ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.
დეტალურად