ერთი გოლის მაღალი ფასი – ხვიჩას თანაგუნდელმა თავისი ბედი შემოატრიალა

24 წლის თავდამსხმელს ჯაკომო რასპადორის მწვრთნელი ანტონიო კონტე სისტემატურად არ ათამაშებს, მხოლოდ შეცვლაზე უშვებს მოედანზე, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მის გაყიდვაზე ფიქრობდა.
რასპადორით „რომა“, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით ფორვარდის გადაბირებას ბერგამოული კლუბი ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს, არცერთს არაფერი არ გამოუვა. მიზეზი ჯაკომოს „ვენეციასთან“ გამარჯვების მომტანი გოლია. ის 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 79-ეზე დალაშქრა ფილიპ სტანკოვიჩის კარი. იქამდე მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 1 საგოლე გადაცემა იყო.
Sky Sport-ის ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა
დი მარციო იტყობინება, გოლით აღფრთოვანებულმა კლუბის ხელმძღვანელობამ რასპადორის გაყიდვა უმალ გადაიფიქრა. კონტეს თქმით, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გასაძლიერებლად სჭირდებათ და არა დასასუსტებლად.
იტალიელმა მწვრთნელმა დავიდე დიონიჯიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში განაცხადა, რომ ჯაკომო ურიგო ფეხბურთელი არ არის, მაგრამ დაცვის დასახმარებლად მოედნის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება დიდად არ უყვარს, რაც გამოსასწორებელი აქვს, რამეთუ ეს გუნდს პრობლემას უქმნის.
რასპადორი „ნაპოლიში“ 2023 წელს „სასუოლოდან“ გადავიდა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 15 მილიონი ევროა. მან იტალიის ნაკრებში 35-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში