“ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას” – როგორ ეხმაურებიან “ნაპოლის” ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

მოგეხსენებათ, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს შემდეგ, სადაც ს აგენტმა ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა, ნიგერიელი ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. “ნაპოლის” შემტევმა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა და მასზე საუბარი აუკრძალა.
აღნიშნულ ფაქტს, პლატფორმა “ტვიტერზე” “ნაპოლის” ქომაგები ეხმიანებიან, გთავაზობთ მათ კომენტარებს:
“ღმერთო ჩემო, წელი საშინლად დაიწყო. ერთი მუდმივად ამტკიცებს, რომ არაპროფესიონალია, ხვიჩას აგენტმა კი არ იცის, სად რა თქვას. ცხადია, დე ლაურენტისს ეს პრობლემები სულ არ აინტერესებს”.
“მგონი ოსიმენმა გადაამეტა, ეს გუნდის მომავალზე კარგად არ იმოქმედებს”.
“ეს კაცი ნამდვილად ხვიჩას აგენტია?”.
“ხვიჩას აგენტი ყველა იმ სიტყვას იმსახურებს, რაც ოსიმენმა მისი მიმართულებით განაცხადა”.
“იმედია ეს კონფლიქტი ბიჭებზე არ იმოქმედებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ოსიმენი მართლა დაგვტოვებს”, – წერენ “ნაპოლის” ქომაგები “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, ჯუღელმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოსიმენი კარიერის გაგრძელებას ს ჩემპიონატში აპირებს.