„ერთი ამბავი, რომელაც შეიძლება არავინ მიაქცია ყურადღება“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„ერთი ამბავი, რომელაც შეიძლება არავინ მიაქცია ყურადღება. სწორედ ბაიდენის 14024 ბრძანებაში, რომლითაც დასანქცირდა, 2023 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები გახდა იმის საფუძველი, რომ რუსეთთან ტრანზაქციები შეწყვიტა ჩინური ბანკების დიდმა ნაწილმა (აღარ ჩამოვთვლი სხვა ქვეყნების, მაგალითად თურქეთის ბანკებს, რომლებმაც რუსეთთან პრაქტიკულად სრულად შეწყვიტეს ტრანზაქციები) მიუხედავად რუსეთ–ჩინეთის პოლიტიკური მეგობრობისა. მიზეზი ის იყო, რომ შარის თავი არავის აქვს. ამერიკულ საფინანსო სისტემასთან წვდომის დაკარგვა სიკვდილს ნიშნავს მსოფლიოს ნებისმიერი ბანკისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების ამერიკიი ხაზინის მიერ დასანქცირების შემდეგ პირველი, ვინც ამათთან ფინანსურ ურთიერთობებს შეწყვეტს ჩინეთია. ასე რომ, ტყუილად გაქვთ ჩინური ფულის და იაფი კრედიტების იმედი ქოცებო.“

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც