მაკა ასათიანი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც წარმატებებს სხვადასხვა სფეროში მიაღწია, თუმცა მისი სახელის ხსენებისას პირველი ასოციაცია მაინც მისი შთამბეჭდავი გარეგნობაა.
მაკა ასათიანი ცნობილი იყო, როგორც მოდელი და დიზაინერი. მისი სილამაზე და სტილი ხშირად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ის აქტიურად იყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში და ჰქონდა საკუთარი ბრენდი. მისი საქმიანობა იმ დროისთვის ხშირად შუქდება მედიაში, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.
მაკა ასათიანი ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მისი ოჯახის კომპანია, “ბლექ სი პეტროლიუმი”, ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში, ხოლო პროდუქციის ექსპორტს – გაზაფხულიდან დაიწყებს.
მაკა ასათიანის ოჯახი ასევე საზოგადოების ინტერესის საგანია. მისი და, სალომე ასათიანი, და დედა, ლუიზა თავართქილაძე, ხშირად ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში.
მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა – ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა. მაკა ასათიანის დედა ლუიზა თავართქილაძეა. ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მედიასთან გამოჩენა არც მას უყვარს. უმშვენიერესი ქალბატონის ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად მისი შვილიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა აქვეყნებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს დეიდას, ხოლო მაკა კი – დედას.
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო…გაგრძელება
მაკა ასათიანისა და მისი დაუვიწყარი სილამაზის შესახებ ამბებს დღემდე ჰყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ მაკა საზოგადოებაში თითქმის აღარ ჩნდება. ჩვენ გაგახსენებთ მაკას ახლო მეგობრის, ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მონათხრობს, როცა ისინი კანის კინოფესტივალს ერთად სტუმრობდნენ:
“მაკას დიდი ხანია ვიცნობდი და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. როდესაც “მაესტროდან” მივიღე შემოთავაზება, ამის მერე უფრო დავმეგობრდით. ახლაც ძალიან ვმეგობრობთ, არა “მაესტროს” გამო, ვმეგობრობ მის ქმართან, დედასთან და ასევე არიან თვითონ ჩემი ოჯახის წევრებთან. კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავსხედით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო?
საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე – კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ.
კოტემაც – არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო, ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო – დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ. ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა “დავგუგლო”, თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ვწერ სახელს და გვარს “გუგლში” და ვინ აღმოჩნდა? – კლუბ “ბარსელონას” მფლობელი. მერე კარგა ხანს “ბარსელონას” ვეძახდით მაკას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად – ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი”
