ერთი ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად

კიევის დარნიცკის რაიონში, მაშველებმა კვირას, დილით, 6 აპრილს, უკრაინის დედაქალაქში რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ქუჩაში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს იყო, – წერს ს მერი ვიტალი კლიჩკო.

მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ სამი დაშავებულის შესახებ განაცხადა. ხანძარი ქალაქის დარნიცკის, სოლომენსკის და ობოლონის რაიონებში გაჩნდა. დაუსახლებელი შენობა ჩამოინგრა, რამაც რამდენიმე მანქანა დააზიანა. ბიზნესცენტრის შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
ში -ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ს მხრიდან კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
“დილის 6:30 საათისთვის კიევი და უკრაინის დანარჩენი ნაწილი კვლავ რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმის ქვეშ რჩება. დედაქალაქში ხმამაღალი აფეთქებებია და ბევრ ქალაქში თავდასხმების შესახებ ცნობებია”, – წერს აშშ-ის ელჩი კიევში ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში.
წინა დღით უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილო დატოვა აშშ-ის ელჩის კომენტარმა რუსეთის მხრიდან ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.
კიევის ოლქში დღეს გლოვის დღეა კრივოი რიგზე 4 აპრილს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – “ოცნებას” პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არ აწყობს, რადგან მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა – მათ სურთ კომფორტში დარჩნენ და მიდიან იზოლაციისკენ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა