ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად

უკრაინის დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებაზე ს საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქალაქ ტურეცკოზე, წყაროს ცნობით, ორი ავიაიერიში განხორციელდა. დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა 20 მრავალსართულიანი და 4 კერძო სახლი, ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რუსმა სამხედროებმა ერთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს სოფელ ეკატერინოვკაზე, სადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა. დაზიანდა 16 კერძო სახლი, ავტოფარეხი, მანქანა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც