„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის –

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის –
“ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებელს” ახალი პლატფორმა, რომელსაც “ერთიანობა“ დაარქვეს, პარტიაში განხეთქილების და უთანხმოების ახალი მიზეზია. არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა.
თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს. პარტიის “ჩატი” დატოვა დიმიტრი ჩიქოვანმაც.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზენტაცია გუშინ გამართა და პარტიის ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის არის გია ჯაფარიძე, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, და .
პოლიტიკური პლატფორმის ”ერთიანობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განმარტებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებას ადგილი არ აქვს. ჯაფარიძემ ასევე დაადასტურა, რომ პარტიის თბილისის ოფის ის უხელმძღვანელებს.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის. მე მივიღე შემოთავაზება თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ბატონ ზაზა გოგავას რაც შეეხება, ის არის ჩვენი მეგობარი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც უბრალოდ პოზიციას იცვლის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღირსეული ადამიანის გზა უნდა გავაგრძელო. მე ნამდვილად არ მინახავს, რომ დიმიტრი ჩიქოვანს რაიმე ჩატი დაეტოვებინა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ,” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო