ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ

ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ
წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია.
მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.
აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.
Next: როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდამ უნდა გავახსენოთ “ნაცების” ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით