ერთიან ბაზაში აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ადამიანია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი.
როგორც BMG-ის შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54 ფიზიკური პირი შეიყვანეს ბაზაში, ხოლო თავად პირის მომართვით – 20 315 განაცხადი დარეგისტრირდა.
უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.
შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ