„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განათლების მიმართულების წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს და განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, 26 ოქტომბრიდან პროდასავლური კოალიციური მთავრობა განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუახლოებს.
„დეკლარაციას ხელი მოვაწერეთ, რომელიც პარტიული წნეხისგან და პოლიტიკური ზეწოლიდან განათლების გათავისუფლების უზრუნველყოფა იქნება. მიხარია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით, რომ განათლება ისევე, როგორც მთელი ქვეყანა ოლიგარქიული რეჟიმისგან უნდა გავათავისუფლოთ და უკვე 26 ოქტომბრიდან პროდასავლური მთავრობა განათლების ევროპული სტანდარტით და დემოკრატიული პრინციპებით განათლების სისტემის წინ წაყვანას დაიწყებს“, – განაცხადა ტოხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა