ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ქონებრივ დეკლარაციას არ შეავსებენ.

მათი თქმით, ისინი არალეგიტიმურ პარლამენტს არ წარმოადგენენ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, მათ დეკლარაციის წარდგენაზე ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით”- თქვა ფავლენიშვილმა.