„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა დიდუბეში მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ, დიდუბეში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის ს შემდეგ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ევროპულ გზაზე დააყენებს.
“ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი განწყობაა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ, შევხვდით უამრავ ადამიანს და ყველას განწყობა არის ერთნაირი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დადგეს ევროპულ გზაზე, უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, უნდა დასრულდეს ის მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ: დაბალი ხელფასები, სამუშაო ადგილების არარსებობა, დაბალი პენსიები. ეს ადამიანები, მათ შორის, თბილისელები, იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და აუცილებლად, 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი აწუხებთ, რაც მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, „მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობის“ დასრულების, შემდეგ შეიცვლება.
“დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა, ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ვინაიდან არჩევანი არის მარტივი: ერთიანობა, ევროპული კეთილდღეობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი, პენსიონერების დაცვა, შემოსავლების ზრდა და ფასების მაფიის დამარცხება, რადგან ყველაზე მეტად თბილისელებს აწუხებთ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. სწორედ ჩვენ, 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობა და ევროპაში გაწევრიანებით უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვთ თბილისსა და თბილისელებს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ