„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც სასამართლოში იმყოფება, გაურკვეველმა პიროვნებამ, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ ჰქონდა, სასამართლო უწყება მიუტანა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო უწყება არ ჩაიბარა, რადგან აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხდება.
„არც საბუთი ჰქონდა, არც პირადობა, რაღაც გაურკვეველ საბუთებს მაბარებდა და ცხადია, არ ჩავიბარე. ნურაფრის გეშინიათ, ქუჩაში ერთად უნდა დავდგეთ, თუ ვინმეს აქვს გასაქცევად და შესაშინებლად საქმე, ეს არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. მაქსიმალურად უნდა, რომ იტრიალოს ნიუსებმა – გვარამია დააპატიმრეს, ელისაშვილს აპატიმრებენ, ხაბეიშვილს უწყებას აბარებენ, სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, მსახიობებს იჭერენ. უნდათ, სულ თავდაცვაში ვიყოთ, მაგრამ რეალურად, თავი ივანიშვილმა უნდა დაიცვას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.