„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ორბელიანის მოედანზე მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისში შეხვედრებს აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ჯაფარიძე დღეს ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს შეხვდა.
„თავდაპირველად, მინდა, თითოეულ თბილისელს მივულოცო თბილისობა, ვუსურვო წარმატება, ბედნიერება და ღირსეულ ქალაქში ცხოვრება. ისეთ ქალაქში, რომელსაც თითოეული თბილისელი იმსახურებს და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, თითოეული თბილისელი მართლაც ისე ღირსეულად იცხოვრებს ჩვენს ღირსეულ ქალაქში, როგორც ისინი ამას იმსახურებენ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ