„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნაძალადევის მოსახლეობას­ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა გააცნო, რომელიც საპენსიო რეფორმის ძირეულად შეცვლას ითვალისწინებს.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება.
„გრძელდება თბილისელებთან შეხვედრა. ვხვდებით ჩვენს საოცარ მოქალაქეებს, განწყობა არის წარმოუდგენლად ამაღლებული. ახლა ვიმყოფებით ნაძალადევში, შევხვდით უამრავ ადამიანს და დიახ, თბილისი ემზადება გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ, იმარჯვებს თბილისი, იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ