„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

როდესაც ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველო კვლავ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ამერიკაში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრები იმართება კონგრესსა და სენატში.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ.
ამიტომ იმისთვის, რომ ეს ყველა სარგებელი მივიღოთ და მხოლოდ სანქციები კი არ ამოქმედდეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არამედ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც „MEGOBARI აქტი“ გვთავაზობს საქართველოს და ქართველ ხალხს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რაც დაგვაბრუნებს დემოკრატიის გზაზე, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან. არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს არ აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის ს ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა