„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია შპს „ალმას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია შპს „ალმას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ პარტია საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას შეზღუდვის გამო ვერ ახორციელებს.
ნიკა ქაშიბაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ფაქტის შეფასებას სთხოვს.
„ჩვენ ბათუმში ვხედავთ ყველა კუთხეში „ქართული ოცნების“ ბილბორდებს, დაამახინჯეს ქუჩები, კერძოდ ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და სხვა ქუჩებზე დაამონტაჟეს ახალი უსახური ბილბორდები, რომ „ქართული ოცნების“ ტყუილებითა, რუსული მეთოდებით ომის პროპაგანდით გადაეჭრელებინათ ქალაქი.
ჩვენ მივმართეთ შპს ,,ალმას”, ბილბორდების გამოყოფის მიზნით, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია, არაერთხელ დავეკონტაქტეთ ტელეფონით, თუმცა პასუხი არ აქვთ.
ეს არის კანონის უხეში დარღვევა და შეზღუდვა პარტიამ განახორციელოს საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია.
ხელისუფლების და როგორც ჩანს, „ალმას“ ამოცანა პროდასავლური გზავნილების შეზღუდვაა და პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაა.
მოვითხოვთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოს სათანადო რეაგირება.
ასევე ვთხოვთ, სადამკვირვებლო მისიებს შეაფასონ მომხდარი ფაქტი”,- აღნიშნა ქაშიბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ