„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – საქართველომ დაკარგა ორი გამორჩეული პატრიოტი – ზაალ სამადაშვილი და გიორგი ხარჩილავა – ბოლომდე მივიყვანთ მათ დაწყებულ საქმესა და ბრძოლას!

საქართველომ დაკარგა ორი გამორჩეული პატრიოტი – ზაალ სამადაშვილი და გიორგი ხარჩილავა, – ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ჩვენი პარტიისთვის და დიდი ოჯახისთვის უმძიმესი დღეებია.
საქართველომ დაკარგა ორი გამორჩეული პატრიოტი – ზაალ სამადაშვილი და გიორგი ხარჩილავა. მათი გულები ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მათ დაწყებულ საქმესა და ბრძოლას!
ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.