“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – პარტიის წარმომადგენლებს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირების გადამოწმების საშუალება არ მისცა, ხელისუფლებამ კი მათ “ტიტუშკები” მიუგზავნა

N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სალომე კაპანაძემ და მარიამ დოლიძემ კომისიის თავმჯდომარე სპეცსიაში შეყვანილი პირების გადამოწმების ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
კერძოდ, კაპანაძისა და დოლიძის მტკიცებით, სპეცსიების გადამოწმებაში ხელის შეშლის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სპეციალური სია მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეიტანა და ხმის მიცემა მოითხოვა, რის გამოც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
“დღეს დილით 10:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, მაგრამ 13:00 საათამდე გადაიდო და შემდეგ 13:00 საათზეც არ დაიწყო, ასევე, გაურკვეველი მიზეზით. წესით, დღეს უნდა განხილულიყო სხდომაზე სამი საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სპეციალური სია. მინდა ვთქვა, რომ ერთი კვირით ადრე ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მივმართეთ განცხადებით, მოეწოდებინათ ჩვენთვის სპეცსიები, რათა გვქონოდა შესაძლებლობა, გადაგვემოწმებინა სიებში შეყვანილი პირები მართლაც მუშაობდნენ თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიაში და ნამდვილად საჭიროებდნენ თუ არა ხმის მიცემას თბილისში და ამ კონკრეტულ მისამართზე. სპეცსიებში შეყვანილები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ში და გადანაწილებულები არიან სხვადასხვა უბნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავდით ისანში მიმაგრებულ ცესკოს თანამშრომლებს და ასეთი არის 700-ზე მეტი განცხადება შემოსული, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, ქალბატონმა ფიქრიამ რატომ არ მოგვაწოდა ეს სიები ერთი კვირით ადრე, რადგან კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს გვქონდა სრული უფლება, გადაგვემოწმებინა ეს ადამიანები და დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ სიაში სწორად იყვნენ აღნიშნული, მაგრამ რატომღაც, ქალბატონმა ფიქრიამ გადაწყვიტა, რომ ეს სია სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოეტანა, რის გამოც არ მოგვეცა საშუალება, გავცნობოდით ამ სიას, ამიტომ ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა რაიმე სახის კენჭისყრაში, არ მიგვიცია ხმა ამ საკითხისთვის, რადგან წარმოუდგენელია, ხმა მისცე სიას, რომლის შემადგენლობა უცნობია”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში სალომე კაპანაძემ.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ კი განაცხადა, რომ სხდომების გადადების მიზეზი ცესკოს ხარვეზებით მუშაობაა.
„ჩანიშნული იყო სხდომები თბილისის მასშტაბით, ეს იყო გლდანი, საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, ისან-სამგორი, ვაკე, ყველა მათგანში ჩანიშნული იყო სხდომა დილის 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა მათგანში სხდომა გადადეს პირველ საათამდე და შემდეგ ხელმეორედ გადადეს სხდომები 3 საათამდე, როგორც ისანში, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ აბსოლუტურად ყველა ოლქში. სხდომების გადადების ერთადერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცესკო ვერ მუშაობს და თუ მუშაობს ხარვეზებით მუშაობს. ვერ ახდენდნენ სპეციალური სიების ტექნიკურ უზრუნველყოფას და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ორჯერ გადადეს სხდომა და მესამედ ჩანიშნული სხდომა, ისიც დაგვიანებით, ძლივს დაიწყეს და ფაქტობრივად ჩვენს კომისიის წევრებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ გამართულად ნორმალურ პროცესში იმუშაონ. წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კონკრეტული ოლქის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი არ წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ეს ადამიანი წარმოადგენს ს შტაბის ხელმძღვანელს, მისთვის, ალბათ, ეს კომპლიმენტიც არის. ეს ადამიანი არ ემსახურება ქართველ ამომრჩეველს, ეს ადამიანი არ დაიცავს ქართველი ამომრჩევლის ხმას, ეს ადამიანი უზრუნველყოფს ივანიშვილისთვის ხმების მოპარვას.
ადრე თუ ხდებოდა ამ სიების ხელით ფორმირება, ახლა ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულ რეჟიმში და სისტემა კი არა, ეს ადამიანები ვერ მუშაობენ. ამ რეჟიმში აპირებენ ს ჩატარებას? ჟურნალისტებმაც გაიგონეს როგორ თქვეს, რომ რამდენჯერაც მოუნდებათ, იმდენჯერ გადადებენ სხდომებს და როცა მოუნდებათ, მაშინ ჩანიშნავენ. ქალბატონო ფიქრია, შეიძლება სხდომები გადადოთ, მაგრამ არჩევნებს ვერ გადადებთ“, – განაცხადა „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მარიამ დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”