რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება – ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში“ აღნიშნავენ, მუდმივი პროტესტით და თავისუფლებისთვის ბრძოლით შეძლებენ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.
“ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა. დიქტატორული კანონმდებლობის მიღებით, თავისუფალი მოქალაქეების დაპატიმრებითა და დაკავებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული.
რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება – ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.
თავდადებით, მუდმივი პროტესტით, თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!”, – წერია განცხადებაში