ერთიანობა: კალაძის განცხადებით უკვე მოხდა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნება ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის”.
ის თბილისის მერის კახა კალაძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მერმა “პოზიტიურად შეაფასა” ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადება.
ლევან სანიკიძის თქმით, კახა კალაძის განცხადებამ “უკვე მოახდინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია”. ის ამ განცხადებას “ღალატს” უწოდებს.
“უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას. ამის კიდევ ერთი დასტურია გუშინ დედაქალაქის მერის, ბატონი კახა კალაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურება. […]

მინდა ს შევახსენო – აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას. ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. […]