ერთიანობა: კალაძის განცხადებით უკვე მოხდა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნება ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის”.
ის თბილისის მერის კახა კალაძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მერმა “პოზიტიურად შეაფასა” ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადება.
ლევან სანიკიძის თქმით, კახა კალაძის განცხადებამ “უკვე მოახდინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია”. ის ამ განცხადებას “ღალატს” უწოდებს.
“უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას. ამის კიდევ ერთი დასტურია გუშინ დედაქალაქის მერის, ბატონი კახა კალაძის ს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურება. […]

მინდა ს შევახსენო – საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას. ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. […]