„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთში აქცია-პერფორმანსი ჩაატარა

22 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გურიის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.
„პარტიულ ინტერესს არ უნდა ემსახუროს ძალოვანი უწყება, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება ახალგაზრდებს ქუჩაში, არღვევს თვითონ კანონს. კანონდარღვევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობაზე ხუჭავს თვალს. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ემსახურონ ფიცს, რაც დადეს ქვეყნის წინაშე და არა კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა
აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფოტოები გურიის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს