„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინთან შეხვედრა გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერები: თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე, მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. მათივე ცნობით, პარტიის დელეგაცია დღეს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საკითხი შეეხებოდა, მათ შორის შეეხებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელებას.
„შეხვედრის მთავარი თემა იყო ს რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხს და მათ გათავისუფლების აუცილებლობას“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან