“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„იმედი გვაქვს, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ყველა ადამიანი უვნებელი დაუბრუნდება თავის ოჯახს, ხოლო სტიქიის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს სტიქიით დაზარალებულ ჩვენ თანამოქალაქეებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ