„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ოპოზიციის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ორგანიზაცია Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას.
„იგორ ნარმანიაზე, ოპოზიციონერ ახალგაზრდა ლიდერზე განხორციელებული ამ ბოროტი და ლაჩრული თავდასხმის ამბავი ღრმად შემაშფოთებელია. ეს თვალსაჩინო პოლიტიკური ძალადობა გამოძიებულ უნდა იქნას სრულად, ხოლო დამნაშავეები დაუყოვნებლივ წარედგინონ მართლმსაჯულების წინაშე. მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას. ასეთი ძალადობა პირდაპირი თავდასხმაა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რაც ევროპული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ამ აგრესიას და ვდგავართ ჩვენი YEPP-ის პარტნიორების გვერდით საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ოპოზიციის ყველა წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება, ამ კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ პარტნიორს, დაგმონ ეს შემზარავი ძალადობა. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ყველა იმ ქართველი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.
-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ