თიბისის ლოიალობის პროგრამა ერთგული ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს.
ქულები გროვდება ყველგან, სადაც თიბისის პოს ტერმინალია, ხოლო თიბისის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.
წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათმოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.
9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, ერთგულის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე – საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.
საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს ერთგულის თამაში – გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-დან 1000-მდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.