“ერთგულების ხელშეკრულება” – საკანონმებლო ინიციატივა უცხოელებისთვის რუსეთში

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს აიძულებს ხელი „ერთგულების ხელშეკრულებას“ მოაწერონ. დოკუმენტი კრძალავს მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან „ტრადიციული ოჯახური ღირებულებების“ დარღვევას.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა მკაცრი კანონების მთელი წყება აამოქმედა, რომელიც სამხედროების დისკრედიტაციას ეხება და რომელთა საფუძველზეც, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
2024 წლის საპრეზიდენტო ს მოახლოებასთან ერთად, ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, დასავლეთთან ეგზისტენციალური ომის ნაწილად შეაფასა. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „წმინდა ცივილიზაციას“ დაიცავს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რუსეთში შემავალ ყველა უცხოელს აიძულებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რაც არსებითად შეზღუდავს მათ მიერ საჯაროდ აზრის გამოთქმას.
„ტასის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, რუსეთში შესულ უცხოელს ეკრძალება „ჩაერიოს რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების საქმიანობაში. ასევე, ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით, რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო სახელმწიფო პოლიტიკის, საჯარო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების დისკრედიტაცია.“
შემოთავაზებული შეთანხმება მოიცავს პუნქტებს ზნეობის, ოჯახის, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისა“ და ისტორიის შესახებ. კერძოდ, უცხოელებს ეკრძალებათ “საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ და ფაშიზმზე გამარჯვებაში მისი წვლილის თაობაზე ისტორიული სიმართლის დამახინჯება”.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებიდან გარუკვეველი რჩება, რომელ უცხოელებზე გავრცელდება კანონპროექტი, თუ ის საბოლოოდ კანონი გახდება. ასევე, რა სასჯელს ითვალისწინებს იმ „შეთანხმების“ შეურსულებლობა, რომელსაც რუსეთში შესვლისას, უცხოელმა ხელი უნდა მოაწეროს.კრემლი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები