გერმანული Transfermarkt-ის შეფასებით, ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი-ოფში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები საქართველოს ჰყავს.
გთავაზობთ ჩამონათვალს:
საქართველო – 155.7 მლნ
საბერძნეთი – 148.5 მლნ
ლუქსემბურგი – 30.9 მლნ
ყაზახეთი – 21.48 მლნ
საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 85 მილიონი ევრო გახლავთ.
რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონს, 21 მარტს საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, საბერძნეთი კი – ყაზახეთს, ფინალური მატჩი 26 მარტს შედგება. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიაში გამართული წილისყრის თანახმად, გადამწყვეტ მატჩში მასპინძელი ჩვენი
ნაკრებისა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.