სომხეთი ძალიან სუსტი არ არის რათქმაუნდა, მაგრამ ჩვენებს ამ ეტაპზე ბევრად ჩამოუვარდება შედეგებში და რაც მთავარია შემადგენლობით, რომ გადახედო არც მეკარე ყავთ და არც მცველები ნორმალური, ერთი ნახევარდაცვა უვარგათ, სადაც სპერციანი, ზელარაინი, ბარსეგიანი ყავთ და თავდასხმაც სუსტი, ყველაზე ისეთი რანოსია რომელიც გლადბახში ღრმა ზამენაზე ზის…
ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, სომხეთის ნაკრები სულაც არ არის იოლი მეტოქე. კი ბატონო შესაძლოა იმ ოთხეულიდან ყველაზე სუსტია, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს რომ სწორედ ჩვენთან ითამაშებენ გაათმაგებული ძალით. ისტორიულად მუდამ ასე იყო, ერევნის “არარატს” შეეძლო სსრკ ჩემპიონატში სეზონი სულ ჩაეგდო, მაგრამ თბილისის “დინამოს” მაინც თავს შეაკლავდნენ. პლიუს ამას კვარაცხელიას და კაშიას დანაკლისი რას ნიშნავს ჩვენი ნაკრებისთვის ამას მგონი ახსნაც არ სჭირდება. ძალიან რთული დაპირისპირება გველის.