ერთა ლიგის 2024-2025 წლის გათამაშებაში საქართველოს და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024-2025 წლის გათამაშების მესამე შეხვედრას სთან გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. დაკონკრეტებულია, რომ თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთის შესაძენად, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მყიდველი ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს.
პირველი არხი