“ერთად გავაგონოთ ბათუმის ქუჩებს სინდისის პატიმრების” – 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში აქცია გაიმართება

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ აქციას. ისინი დღეს, 1-ელ აგვისტოს, სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად.
“პირველ რიგში, სლიდარობა მზია ამაღლობელს, მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მთავარი არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი ქვენის. გელოდებით ხვალ, 2 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე – ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გავმართავთ მსვლელობას.
ერთდ გავაგონოთ ს ქუჩებს, მკაფიოდ და ხმამაღლა, ჩვენი ხმა, სინდისის პატიმრების ხმა და პირველ რიგში, მზია ამაღლობელის ხმა – ქალის, რომელიც შეუდრეკელად იბრძვის თავისუფებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.
ასე რომ, ყველას გელოდებით და იცოდეთ, რომ ერთიანობა და ერთ მუშტად შეკვრა არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. იცოდეთ, რომ ყველა განსაცდელს გამოვივლით ერთად მხოლოდ იმ შემტხვევაში, თუ ვიქნებით ძლიერად, ჩაკვიებთ ერთმანეთს ხელს და ამ ჯაჭვის გაწყვეტის ნებას არავინ და არაფერს არ მივცემთ”, – განაცხადა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა.