ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო 30 მაისს, გამართავს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ 75-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, ბესიკ კალანდაძე და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანაზდეული“. ინფორმაციას გენერალური საკონსულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გაიმართება ქ. თესალონიკის, მუნიციპალურ თეატრში „კიპუ“, ღია ცის ქვეშ, სადაც განათდება და სივრცე მოეწყობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.
ღონისძიება გაიმართება 2025 წლის 30 მაისს, 20:00 საათზე.
მისამართი: ქ. თესალონიკის, მუნიციპალური თეატრი „კიპუ“ (Θέατρο Κήπου Θεσσαλονίκη)- Tsimiski 153, Thessaloniki 546 21, Greece.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქ. თესალონიკის მერია.
დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?