„ერთადერთი ხარ, ვისგანაც შვილი მინდა მყავდესო…“ – რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე და რა საჩუქრებს იღებს მისგან

„ერთადერთი ხარ, ვისგანაც შვილი მინდა მყავდესო…“ – რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე და რა საჩუქრებს იღებს მისგან
უყვარს თუ არა ალექსანდრა პაიჭაძეს საჩუქრებით განებივრება – ამის შესახებ ფოტო მოდელი და მსახიობი „ვიზიტორში“ საუბრობს.
„მე ისე გამზარდეს, რომ მეტ-ნაკლებად მოთხოვნები დამეთრგუნა. კი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, მოთხოვნები. საბოლოოდ, მე მაინც ვაკეთებ ყველაფერს. მაგალითად, ვიქტორიას დაბადების დღეზე ერთი ლარიც არ გადაგვიხდია, ყველაფერი იყო ბარტერით და ნაჩუქარი. გაგიჟდა დადო. რანაირი „გელფრენდი“ გყავს, უფასო გაქვს ყველაფერი-მეთქი (იცინის). ამას, რა თქმა უნდა, თვითონაც აფასებს და საჩუქრებით მიკონპენსირებს.
მე და დათო ოფიციალურად ვართ ერთად, ოღონდ სტატუსით შეყვარებულები. მინდა, რომ ასე იყოს სულ არანაირი პრეტენზია მაქვს საერთოდ.“
კითხვაზე, ყველაზე დიდი საჩუქარი რა მიუღია ალექსანდრას დათოსგან, მსახიობი ასე პასუხობს:
„სიტყვები – მთელი ცხოვრება მილიონი ქალი მყოლიაო … ცნობილი ფაქტია, რომ დათოს ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყოლია, ულამაზესი ქალები, მაგრამ შენ ხარ ერთადერთი, რომლისგანაც მინდა, რომ შვილი მყავდესო. ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი და საჩუქარი ჩემთვის.
ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის სიტყვები და შეგრძნებებია. რაც შეეხება მატერიალურს, უკვე მესამე ავტომობილია დათოსგან. ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ. იმდენად ერთგული, ბოლომდე გამყოლი და თბილი ადამიანი ვარ, ნამდვილად ვიმსახურებ.“
პაიჭაძე დავით კოდუას შეცვლილ ცხოვრებაზეც საუბრობს, როცა 50 წლის ასაკში პატარა შეეძინა.
„რაც ვიკი შეგვეძინა, კოსმოსშია ადამიანი. ყველას ვუსურვებ, რომ ასე გაიბედნიეროს თავი, რომ კოსმოსის დონეზე აფრინდეს. დილა და საღამო ვიქტორიათი იწყება, თან ისეთი მსახიობია, გვაგიჟებს“ ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სიტყვები და შეგრძნებებია“.
ასევე ნახეთ:
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაგ ჯოჯოხეთში შინაურებმაც კი ვერ მოგცეს სათანადო მხარდაჭერა…“ – მაკუნა გოჩიაშვილი ნინა წკრიალაშვილზე
როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ბაბის ყურადღება დაიმსახუროს – რას ამბობს მომღერალი

ასევე დაგაინტერესებთ