ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში

ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში
ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ამას არ ჰქონდეს არანაირი პასუხი.
„თქვენ ხედავთ, ლიბერალური ფაშიზმი რა მეთოდებით მოქმედებს – ეს არის მარტივი მეთოდები, შენ შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, მარტო პოლიტიკოსებზე კი არ არის საუბარი. „ევროვიზია“ არის თქვენი ეგიდით წარმართული კონკურსი და არის ადამიანი, რომელიც ლიბერალურ ფაშისტებს არ მოსწონთ და ხედავთ, რამხელა სიძულვილის კამპანია არის წარმოებული მის მიმართ. იგივე იყო შარშანდელი კონკურსის მონაწილის, ნუცა ბუზალაძის მიმართ, რაღაც ვიდეო დაიდო და მახსოვს ლიბერალური ფაშისტების აჟიტირებული რეაქციები. ახლა არის წლევანდელი კონკურსანტი და იქაც სიძულვილის კამპანია, რაშიც მთელი ლიბერალური ფაშიზმია ჩართული პოლიტიკოსების ჩათვლით.
მათ შორის კონკრეტული პარტიული ლიდერებიც იყვნენ ჩართული ამ სიძულვილის კამპანიაში, სამარცხვინოა. ეს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოხატონ სიძულვილი, აგრესია, ყველაფერი და ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი პასუხი. უნიკალური ქვეყანაა საქართველო – ერთი ქვეყანა დამანახეთ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი. უნიკალური სერვისი გვაქვს შეთავაზებული ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს მარტო ქალაქის კი არა, ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის არ გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში. ვინც აპროტესტებს ამ კანონებს, ყველა არის ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერი და ომის პარტიის, სიძულვილის პარტიის მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მ.
Previous: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას ში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, მეორე ფრონტი იხილონ საქართველოში

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ იქ არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ასეთი პროცესები საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს

როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები

თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე