ერთადერთი საინტერესო მომენტი კობახიძის ძალიან უღიმღამო და უფერული გამოსვლიდან, იყო ის ნაწილი, სადაც მას მოუხდა პასუხი გაეცა, ანტიდასავლურ და განსაკუთრებით, რუსეთის საამებელ ღია პოლიტიკაზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის კომენტარებში, რომ არათუ არ იცვლება წინასაარჩევნოდ ეს რიტორიკა, რომელიც ძალიან მტრულად განაწყობს საქართველოს მეგობრების მიმართ ხელისუფლებას და ძალიან ცუდ როლს ასრულებს ამ პროცესში, არამედ ეს რიტორიკა, ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდება.