ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა

ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა
ბევრ რაღაცაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას იმეორებდა ერთი-ერთში. ბოლშევიზმის მთავარი მიზანი იყო გაენადგურებინა არსებული ელიტა და შეექმნა თავისი ელიტა, რომელიც მისი იდეოლოგიის გამტარი იქნებოდა. სააკაშვილმაც ზუსტად ამის გაკეთება დაიწყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი რამდენად გააზრებული ჰქონდა მას რას აკეთებდა, მაგრამ ძალიან ზუსტად ჰქონდათ გააზრებული მათ, ვინც ის მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც მისი პატრონები იყვნენ რეალურად, ქვეყნის გარედან. ის სიტყვა-სიტყვით ასრულებდა მათ დაკვეთას. ფორმულირებულიც კი ჰქონდა ეს პოლიტიკა, ეს იყო ახალი ქართველის შექმნა. ბოლშევიკებს ჰქონდათ ახალი ადამიანის შექმნა, ამას ჰქონდა ახალი ქართველის შექმნა“, – აღნიშნა სუბარმა.
„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა მამუკა ხაზარაძის მიერ განხორციელებული პროექტებიც.
„ერთი დამსახურებული ადამიანის გვერდით იყო 3-4 ისეთი მართლა ფსევდო კი არა, ანტიკულტურული და ანტიეროვნული ნაწარმოებები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღემდე აგრძელებს ამას“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი