საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევარი და ექსპერტი, ერეკლე შუბითიძე:
ეს არის ლოურენს უიკლკერსონი. იგი 2005 წლამდე იყო კოლინ პაუელის სახდეპის ადმინისტრაციის უფროსი. მას შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებში ტრიალებს, მათ შორის ორგანიზაციაში “ვეტერანი დაზვერვის სპეციალისტები საღი აზრისთვის”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრემლის საყვარელი ამერიკელი პედოფილი ექსპერტი – სკოტ რიტერია. მას 20 წელია არ აქვს შეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან. იგი ცნობილია 3 რაღაცით.
1. მან ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მერე თქვა რომ შესაძლოა ეს ქიმიური იარაღი ისრაელმა გამოიყენა და ასადს აბრალებსო.
2. მან ირანზე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი თეოკრატიაა, ის მაინც დემოკრატიულიაო.
3. იგი ხშირად სტუმრობს მარგარიტა სიმონიანის RT-ს.
მას ინტერვიუს ართმევს გლენ დისენი – ნორვეგიელი საერთაშოეისო ურთიერთობების პროფესორი, რომელიც 2023 წელიდან სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის “გორკი” ანალიტიკური ცენტრის მკვლევარია. მან არაერთხელ აღიარა, რომ მუშაობდა მარგარიტა სიმონიანის RT-სთვის და აქვს ფული აღებული მათთვის 50-ზე მეტი სტატიის დაწერისთვის. მას არაერთი სტატია აქვს დაბეჭდილი არნე ტრეჰოლტთან ერთად, რომელიც 1984 წელს საბჭოთა კავშირის და ერაყის სასარგებლოდ შპიონობისთვის დააკავეს და არის პირველი ნორვეგიელი ვინც ამ სტატიით ჩაჯდა ციხეში.
ამ ყველაფრის დაკავშირება და ამ ინფორმაციის სანდოობის შეფასება უკვე თქვენზეა.





